სტარტერი რეცეპტი

მწყრის სალათი

ინგრედიენტები: 

  • მწყრის კვერცხი
  • ღვინო
  • შაქარი
  • აისბერგი
  • მიკრო მცენარეები
  • ყაბაყი
  • სტაფილო
  • თაფლი
  • ლიმონის წვენი
  • ფინიკი
  • დიჟონის მდოგვი
  • კახური ზეთი
  • კარაქი

მომზადების წესი: გავასუფთაოთ მწყერი და დავიტოვოთ ჩვენთვის საჭირო ნაწილი - ბარკლები. კარაქიან ტაფაზე დავაწყოთ თხლად დაჭრილი ყაბაყი და სტაფილო. მოვხარშოთ კვერცხები, პარალელურად კი გავაკეთოთ ღვინისა და შაქრის მარინადი. კვერცხი რომ მოიხარშება, გავფრცქვნათ და ჩავალაგოთ მზა მარინადში 1 საათით, რათა კარგად შეიღებოს. გემრიელი დრესინგისთვის - ცალკე ავიღოთ წვრილად დაჭრილი ფინიკი, დიჟონის მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი, კახური ზეთი და შევურიოთ ერთმანეთში. ამის შემდეგ, ვიწყებთ მწყრის ბარკლების შეწვას. სანამ ბარკლები იწვება, გამშრალებულ ფოთოლს ვგლეჯთ ნაწილებად, ვასხამთ დრესინგს და ვურევთ, ბოლოს კი გადაგვაქვს თეფშზე. ვაფორმებთ მიკრო ბალახებით, ყაბაყისა და სტაფილოს რგოლებით და ბოლოს ვალაგებთ მწყრის ბარკლებს.