ძირითადი კერძი რეცეპტი

საქონლის სუკის რულეტი

ინგრედიენტები: 

  • საქონლის სუკი
  • კრემ-ყველი
  • ყავის ექსტრატი
  • ნიორი
  • შავი ლუდი
  • დიჟონის მარცვლიანი მდოგვი
  • ქლიავის ჩირი
  • ნიახურის ბოლქვი
  • ვასაბი
  • ტარხუნა
  • ხახვი
  • ნაღები
  • თეთრი ღვინო
  • შაქარი
  • კარაქი

მომზადების წესი: ვიწყებთ ხორცის გასუფთავებით, პარალელურად კი ნიორს შევაწყობთ ღუმელში გამოსაცხობად 15-20 წუთით 180C-ზე, რათა შემდომ მისგან პიურე მივიღოთ. ხორცს რომ გავასუფთაავებთ, გავჭრათ შუაზე და დავიწყოთ მისი დაბეგვა, კარგად რომ დავბეგვავთ, ცალკე გავაკეთოთ კრემ-ყველის და ყავის ექსტრატის ნაზავი და შუაში წავუსვათ დაბეგვილ ხორცს, შემდეგ კი გადავუსვათ ნიორის პიურე, ზედ დავალაგოთ ქლიავის ჩირი და გადავახვიოთ, როგორც რულეტი. სანამ ხორცი ისვენებს, ცალკე ტაფაზე გავაკეთოთ შავი ლუდის ყავის ექსტრაქტი, მარცვლოვანი დიჟონის მდოგვის ნაზავი, დავტოვოთ ცოტახანს, რომ ოდნავ გაცივდეს, პარალელურად ვიღებთ სხვა ტაფას, ზედ ვდებთ ცოტაოდენ კარაქს და ხორცს 3 წუთის განმავლობაში გარედან ვბრაწავთ, თან ზევიდან ვასხამთ სოუსის ნაზავს, 3 წუთის შემდეგ კი შევდგამთ ღუმელში 15-20 წუთით 180C-ზე. ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი, გარნირად ვუკეთებთ: გათლილ, დაჭრილ და მოხარშულ ნიახურის ბოლქვს (ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მისი დაჭყლეტვა შეგვეძლება) და ვუმატებთ ცოტაოდენ მარილსა და ვასაბის. რაც შეეხება ტარხუნის სოუსს - ტაფაზე კარაქში მოვშუშავთ ნებისმიერ ზომაზე დაჭრილ ხახვს (რადგან ბოლოს მაინც უნდა დავაბლენდეროთ), შემდეგ დავაყრით ცოტა შაქარს, რომ კარამელიზაცია დაიწყოს, შემდეგ დავასხამთ ღვინოს და ვაცლით იქამდე, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. სოუსის მზადების დასასრულებლად, მიღებული მასა გადაგვაქვს ბლენდერში და ვუმატებთ ნაღებსა და ტარხუნას.