დესერტი რეცეპტი

შოკოლადის მუსი მანგოს კონფიტიურით

ინგრედიენტები

  • მარაკუიას პიურე 
  • მანგო
  • შოკოლადი - 72%-იანი
  • როიალტინის ნატეხები
  • ნაღები 35%
  • შაქარი
  • ჟელატინი
  • კვერცხი
  • პროლინე (თხილის პასტა)

მომზადების წესი: ვიწყებთ შოკოლადის მუსის კეთებით - შოკოლადს ვადნობთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ კვერცხს გავტეხთ და ჩვენთვის საჭირო, ცილისგან გამოცალკევებულ გულს ვიტოვებთ.სიროფს ვამზადებთ წყლისა და შაქრისგან, რომელიც უნდა ავიდეს 112 გრადუსზე. სიროფის გამზადების შემდეგ ძალიან სწრაფად უნდა შევურიოთ კვერცხის გულებს, რათა სიროფი არ გავიცდეს და არ გამაგრდეს; ვთქვეფთ იქამდე, სანამ არ გათეთრდება. ნაღებისგან ამოგვყავს ბეზე და ვურევთ გამდნარ შოკოლადს, ვურევთ კვერცხისა და სიროფისგან მიღებულ მასაში და ბოლოს ვუმატებთ ჟელატინს, იმისათვის, რომ გამაგრდეს და ვდგამთ მაცივარში ნახევარი საათით. სანამ შოკოლადის მუსი მაგრდება, ვიწყებთ მანგოს კონფიტიურის კეთებას: ვთლით მანგოს, ვჭრით კუბიკებად და ვადგამთ ცეცხლზე, შემდეგ ვაყრით ცოტა შაქარს, კარამელიზებისთვის. მანგო რომ მოითუშება, ვაბლენდერებთ და ვუმატებთ მარაკუიას პიურეს, შემდეგ კი პროლინეს და როიალტინს ვურევთ ერთმანეთში, რათა მივიღოთ სქელი მასა. სერვირება თქვენთვის მოგვინდვია :)