დესერტი რეცეპტი

ჩეჩნური ჰალვა

ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 10 ცალი
  • შაქარი - 1 სუფრის კოვზი
  • სოდა - 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი
  • ვანილი
  • ფქვილი
  • ზეთი
  • თაფლი

მომზადების წესი: 10 კვერცხს დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ერთი  ვანილი, ერთი კგ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. ცომი დავანაწილოთ პატარა რგოლებად, გავაბრტყელოთ ძალიან თხლად და დავჭრათ თანაბარ, პატარა ჩხირებად. ამის პარალელურად ქვაბში ჩავასხათ ერთი ლიტრი ზეთი და კარგად გავაცხელოთ. შემდეგ ჩავყაროთ ცომის ჩხირები და 2-3 წუთი მოვხარშოთ. თაფლი მოვხარშოთ , დავასხათ ცომის ჩხირებს და მივცეთ ფორმა. სანამ გაცივდება შეგვიძლია შევურიოთ ნიგოზი ან ქიშმიში.